ევროკავშირმა უკრაინაში ომის დანაშაულების გამო რუსი ლიდერების დასასჯელი ტრიბუნალისთვის პირველი 10 მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირმა უკრაინაში ომის დანაშაულების გამო რუსი ლიდერების დასასჯელი ტრიბუნალისთვის პირველი 10 მილიონი ევრო გამოყო – განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა გააკეთა:
“დღეს ევროკავშირმა ახალი სპეციალური ტრიბუნალის დასაფინანსებლად პირველი 10 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც რუსეთის ლიდერებს უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომში მათი როლის გამო გაასამართლებს. ამ ომში რუსეთის ლიდერები პასუხისმგებელნი არიან და მათ პასუხი უნდა აგონ. დაუსჯელობა არ შეიძლება” – დაწერა კალასმა.