ევროკავშირმა უკრაინას €4,05 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოუყო

ევროკავშირმა ს დამოუკიდებლობის დღის წინ €4,05 მილიარდის ახალი ფინანსური დახმარება გამოუყო.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს.
“ეს ახალი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის რეკონსტრუქციის, არამედ მისი მომავლის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მიმართ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ აღნიშნა, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 3.05 მილიარდი ევრო გამოიყო უკრაინის ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხოლო კიდევ 1 მილიარდი ევრო ERA Loans ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით.
“ეს მხარდაჭერა აძლიერებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე რეკონსტრუქციის პროცესს. მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს”, – დაწერა სვირიდენკომ თავის Telegram არხზე.
ევროკომისიის თანახმად, 2022 წელს ს მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების სახით სულ 168.9 მილიარდი ევრო მიაწოდეს.