ევროკავშირმა უკრაინას 167 ელექტრო გენერატორი გაუგზავნა

ევროკავშირმა ს 167 გენერატორის სახით გადაუდებელი დახმარება გაუგზავნა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესრელიზშია ნათქვამი.
კომისიამ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ს მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ მიიღო.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ავსტრიამ, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით 157 სხვადასხვა სიმძლავრის ელექტრო გენერატორის მობილიზება შეძლეს, ხოლო ევროკავშირმა საკუთარი რეზერვიდან 3.57 მილიონი ევროს ღირებულების მაღალი სიმძლავრის 10 ელექტრო გენერატორი უზრუნველყო.
კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისრის, იანეზ ლენარჩიჩის თქმით, რუსეთის გეგმას უკრაინის სიბნელეში ჩაძირვის შესახებ წარმატება არ უწერია, რადგან ევროკავშირი 24 საათის განმავლობაში მუშაობს უკრაინაში ენერგომომარაგების შესანარჩუნებლად.
„ეს ხაზს უსვამს კრიზისზე ეფექტური რეაგირებისთვის მზადყოფნის მნიშვნელობას. მადლობას ვუხდი ავსტრიას, გერმანიას, შვედეთს და ნიდერლანდებს დაუყოვნებელი შეთავაზებებისთვის, მიეწოდებინათ უკრაინისთვის გენერატორებით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით“, – დასძინა ევროკომისარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ