ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების პაკეტის საბოლოო ნაწილი – 1,5 მლრდ ევრო გადაურიცხა

„ევროკავშირმა ს 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის საბოლოო ნაწილი, 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
„ჩვენ ჩვენი მეზობლის, მეგობრისა და მომავალი წევრის მხარეს ვდგავართ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ევროკავშირმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.
მთლიანობაში, 2023 წლისთვის, ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური მხარდაჭერის 18 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი გამოუყო. დღევანდელ ტრანშთან ერთად ეს თანხები კიევში სრულად გადაირიცხა.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება“ – დავით სონღულაშვილი