ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან €1 მილიარდი ჩაურიცხა

უკრაინამ ევროკავშირისგან ERA Loans-ის პროგრამის ფარგლებში, მაკროფინანსური დახმარების სახით 1 მილიარდი ევრო მიიღო. ეს ტრანში ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების შემოსავლიდან დაფინანსდა.
“ეს უფრო მეტია, ვიდრე დახმარება – ეს არის მკაფიო სიგნალი: ევროპა გადამწყვეტად აძლიერებს უკრაინის თავდაცვასა და მდგრადობას მასირებული სარაკეტო თავდასხმებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე.” – დაწერა უკრაინის პრემიერმა იულია სვირიდენკომ.
მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ვალდის დომბროვსკისს, ლიდერობისა და სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა.
თანხა მ G7 Extraordinary Revenue Acceleration (ERA) ინიციატივის ფარგლებში მიიღო, რომელიც სთვის ფინანსური რესურსების მიწოდებას რუსეთის გაყინული აქტივების შემოსავლების ხარჯზე ითვალისწინებს.
Realpolitika