ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 1.6 მილიარდი ევრო გადაურიცხა

eვროკავშირმა ს გაყინული რუსული აქტივებიდან კიდევ 1.6 მილიარდი ევრო გადაურიცხა. ევროკომისიის ცნობით, ევროკავშირმა ეს თანხა “დეპოზიტარებში შენახული ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული ე.წ. მოულოდნელი მოგების სახით” მიიღო. ეს უკვე მესამე მსგავსი ტრანშია.

ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ ევროკავშირის პირველი ორი ტრანშის 90% უკრაინის მხარდასაჭერად ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) მეშვეობით გამოიყენეს. დანარჩენი თანხა უკრაინას საკრედიტო თანამშრომლობის მექანიზმის (ULCM) მეშვეობით გადაერიცხა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა.

ევროკავშირის მეორე ტრანში უკრაინას – 1 მილიარდი ევრო – 2025 წლის გაზაფხულზე ჩაერიცხა, პირველი კი – 2024 წელს. ჯამში მაკროფინანსური დახმარების დამტკიცებული თანხა 18.1 მილიარდ ევროს შეადგენს.

ეს თანხა “დიდი შვიდეულის” საკრედიტო პროგრამაში ევროკავშირის წილია, რომელიც უკრაინისთვის ჯამში 45 მილიარდი ევროს გამოყოფას ისახავს მიზნად.