ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული 1.5 მლრდ ევრო გადასცა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირმა ს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, 1.5 მილიარდი ევრო გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ავრცელებს.
„კრემლის ფულისთვის უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გამოყენება არ არსებობს, ვიდრე უკრაინა და მთელი ევროპა საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად აქციოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას და თანხა უკრაინის თავდაცვისთვის და აღდგენისთვის არის განკუთვნილი.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმებას ივნისში მიაღწია. გადაწყვეტილება უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღეს.
ipn.ge