ევროკავშირმა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობა ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა სთან თავისუფალი ვაჭრობა ერთი წლით გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების გარეშე იმპორტის შესახებ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება, შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომელიც ევროპელი ფერმერების პროტესტით არის გამოწვეული.
„ეს გადაწყვეტილება, ს მხრიდან ორწლიანი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის შემდეგ, უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას ადასტურებს და ამავდროულად, გარკვეული მოწყვლადი სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან დაკავშირებით ევროკავშირის ფერმერების დაცვას აძლიერებს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ბაზრის დასაცავად რეგულარული მონიტორინგის საფუძველზე არსებული დამცავი მექანიზმების გაძლიერებას და ახალ, ავტომატურ დაცვის მექანიზმს ითვალისწინებს, რომელიც ევროკომისიას კვოტების აღდგენას ავალდებულებს, იმ შემთხვევაში თუ ფრინველის ხორცის, კვერცხის, შაქრის, სიმინდის, შვრიისა და თაფლის იმპორტი 2021 წლის მეორე ნახევარში, 2022 და 2023 წლებში იმპორტირებული პროდუქციის საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს აღემატება.
შეთანხმება ძალაში 2024 წლის 6 ივნისს შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას