ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთში ადამიანის უფლებების 10 დამრღვევს

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ს 10 ჩინოვნიკს, რომლებსაც, ბლოკის მონაცემებით, კავშირი აქვთ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების და სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელთა დევნის შემთხვევებთან. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის თქმით, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე მისი კოლეგები დათანხმდნენ ჩეხეთის წინადადებას სანქციათა თაობაზე.
სანქციები შეეხო მათ შორის როსტოვის ოლქის სასჯელაღსრულების სამსახურის ხელმძღვანელობას. საქმე ეხება ტაგანროგში მდებარე იზოლატორს, სადაც იმყოფებიან უკრაინელი სამხედრო ტყვეები და სამოქალაქო პირები, რომლებსაც, ბევრი მტკიცებულების თანახმად, წამებასა და სასტიკ მოპყრობას უქვემდებარებენ. უწინ ამ საპატიმროში მყოფ, დაღუპულ უკრაინელებს შორის იყო ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა.
სიაში ასევე მოხვდნენ სასამართლოს და სამართალდამცავი სისტემების თანამშრომლები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ პოლიტპატიმრად აღიარებული ალექსეი გორინოვის სისხლის სამართლებრივ დევნასთან. სიაში მოხვდნენ ის პირებიც, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ციხეში გარდაცვლილ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, სთან და მის ორგანიზაციებთან თანამშრომელი აქტივისტების დევნაში.