ევროკავშირმა სანქციები დაუწესა პუტინის მეგობარ მედვედჩუკს და Voice of Europe-ს

ევროკავშირმა ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა უკრაინელ ბიზნესმენს და პოლიტიკოსს, ს პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკს, მასთან დაახლოებულ არტიომ მარჩევსკის და პროპაგანდისტულ საინფორმაციო პორტალ Voice of Europe-ს. მარჩევსკი ამ პორტალის ხელმძღვანელია.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 27 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროკავშირი დაეთანხმა ჩეხეთის წინადადებას და სანქციების სიას დაამატა პირები, რომლებიც კრემლის რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობენ. მანამდე, 2024 წლის მარტში ჩეხეთმა მედვედჩუკს, მარჩევსკის და Voice of Europe-ს სანქციები ეროვნულ დონეზე დაუწესა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ეს შეზღუდვები უკვე მოქმედებს ეროკავშირის 27-ვე ქვეყანაში.
პუტინის ნათლიმამა მედვედჩუკი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. მასთან დაახლოებული პროდიუსერი, უკრაინის მოქალაქე მარჩევსკი ბოლო დრომდე ჩეხეთში ცხოვრობდა, ამ ქვეყნის მიერ სანქცირების შემდეგ კი მეზობელ სლოვაკთში გადავიდა.
2024 წლის მარტში ჩეხეთის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ გამოვლენილია დეზინფორმაციაზე ორიენტირებული ქსელი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპარლამენტის არჩევნებზე ზეგავლენას და ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს მედვედჩუკის მიერ დაფინანსებული, ში დარეგისტრირებული Voice of Europe. ჩეხეთის სპეცსამსახურების თანახმად, რუსეთის ნარატივების გავრცელებასთან ერთად, ეს პროექტი გამოიყენებოდა ევროპაში კერძოდ, გერმანიაში პრორუსი პოლიტიკოსების დასაფინანსებლად.
· უკრაინის უშიშროების სამსახურმა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი 2022 წლის აპრილში დააკავა. გენერალურმა პროკურატურამ მედვედჩუკს ბრალი წაუყენა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით.
· 2022 წლის სექტემბერში მ მედვედჩუკი და 55 რუსი ტყვე გაცვალა უკრაინის 215 დამცველში, მათ შორის პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლში.

ასევე დაგაინტერესებთ