ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს

ევროკავშირმა გააფართოვა პოლიტიკური რეპრესიებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების ჩამონათვალი.
27 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელარუსის კიდევ 25 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირს.
სანქცირებულთა შორის არიან ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფაზე.
ევროკავშირის განცხადებით, 2025 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, კანონების და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით ჩატარდა და შედეგები გაყალბდა.
ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 იანვარს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ისევ ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადა.
ლუკაშენკას ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისთვის ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 9 მოსამართლესაც.
სანქცირებულ კომპანიებს შორისაა აგროსამრეწველო ფირმა „ციბულკა ბელი”, რომლის მფლობელია გერმანელი პოლიტიკოსი, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრი იორგ დონაუ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა