ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს

ევროკავშირმა გააფართოვა პოლიტიკური რეპრესიებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში ს მხარდაჭერის გამო ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების ჩამონათვალი.
27 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელარუსის კიდევ 25 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირს.
სანქცირებულთა შორის არიან ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფაზე.
ევროკავშირის განცხადებით, 2025 წლის იანვრის საპრეზიდენტო არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, კანონების და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით ჩატარდა და შედეგები გაყალბდა.
ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 იანვარს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ისევ ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადა.
ლუკაშენკას ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისთვის ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 9 მოსამართლესაც.
სანქცირებულ კომპანიებს შორისაა აგროსამრეწველო ფირმა „ციბულკა ბელი”, რომლის მფლობელია გერმანელი პოლიტიკოსი, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრი იორგ დონაუ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო “ქართული ოცნების” შესახებ კითხვაზე – საკუთარ თავს ვკითხავთ: “ჩვენი ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?” თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს