ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ალმასის უდიდეს მომპოვებელს

3 იანვარს ევროპის კავშირმა ძვირფასი ქვების იმპორტის აკრძალვის სახით სანქციები დაუწესა ს სახელმწიფო კომპანია „ალროსას“ და მის გენერალურ დირექტორს.
AFP-ის ცნობით, ევროკავშირი დეკემბერში დათანხმდა რუსეთიდან ალმასის გატანის აკრძალვას, რათა გაემკაცრებინა ში ომის გამო დაწესებული სანქციები, კრემლის ხაზინისთვის ზარალის მიყენების მიზნით.
ევროკავშირმა შავ სიას დაამატა „ალროსა“ – მსოფლიოში ალმასის მომპოვებელი უდიდესი კომპანია – და მისი ხელმძღვანელი პაველ მარინიჩევი.
ამ სიაში შეტანილ კერძო და იურიდიული პირებს აქტივებს უყინავენ ევროკავშირში და მათზე არ გაიცემა სამოგზაურო ვიზები.
AFP-ის მონაცემებით, „ალროსაზე“ მოდის რუსეთში ალმასის მოპოვების 90 პროცენტი, რომლის საფინანსო მოცულობა 2022 წელს 4 მილიარდს უდრიდა.
”ალმასის მრეწველობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისთვის, რადგან ეს არის ქვეყნიდან არანედლეულის ყველაზე დიდი ექსპორტი”, – ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

ასევე დაგაინტერესებთ