ევროკავშირმა რუსეთს მოქმედი სანქციები გაუგრძელა, ახალი პაკეტის მიღებას კი ჯერ ვერ ახერხებს

ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს ლიდერები შეთანხმდნენ ს წინააღმდეგ მოქმედი სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებაზე. გადაწყვეტილება 26 ივნისს ბრიუსელის სამიტზე მიიღეს.
უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოიცავს საფინანსო-ეკონომიკური სექტორის ფართო სპექტრს.
ამასთან, ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცებას. ევროკომისიის მიერ მომზადებული ახალი პაკეტი აძლიერებს შეზღუდვებს, მათ შორის რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე.
სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან იმ მოტივით, რომ ვეღარ შეძლებენ რუსული გაზის და ნავთობის იაფად შეძენას, ეს კი კომუნალურ გადასახადებს გაზრდის.
ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობამ უარი თქვა რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე.
სლოვაკეთის და უნგრეთის ლიდერები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებენ რუსეთის პრეზიდენტთან.
უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირს და -ს მუდმივად მოუწოდებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებისკენ, რათა პუტინს ომის დასრულება აიძულონ.
26 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა მ ევროკავშირის ლიდერებს ონლაინ მიმართა და განაცხადა, რომ აუცილებელია სანქციების მე-18 პაკეტის მიღება და ფოკუსირება რუსული ნავთობით ვაჭრობაზე, მათ შორის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის საწინააღმდეგო შეზღუდვების გაძლიერება და ბარელი რუსული ნავთობის შესაძენი ფასის ზედა ზღვრის 30 დოლარამდე შემცირება.
ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერები გააფრთხილა, რომ პუტინის ოცნება დანაწევრებული ევროპაა და შიგნიდან მის დასუსტებას ცდილობს.
ფორუმი