ევროკავშირმა ს წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო

ევროკავშირის საბჭომ ს ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
სანქციების ახალი პაკეტის მიზანია კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ინფორმაციის თანახმად, სანქციების სია მოიცავს 54 ფიზიკურ პირს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
მათივე ცნობით, სასანქციო სიაში მოხვდა რუსული თავდაცვის კომპანიები და გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვით ტრანსპორტირებაზე, რაც მნიშვნელოვან შემოსავლებს აწვდის რუსეთის მთავრობას. სიაში ასევე შედის ქიმიური ქარხანა, რუსული სამოქალაქო ავიაკომპანია, რომელიც წარმოადგენს რუსეთის არმიის ლოგისტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან მიმწოდებელს.
ამასთან, ევროკავშირმა პირველად დაუწესა სრული სანქციები (მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვა) სხვადასხვა ჩინელ აქტორს, რომლებიც, რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად, თვითმფრინავის კომპონენტებისა და მიკროელექტრონული კომპონენტების მიწოდებას ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე – საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში