ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი შეზღუდვები მიმართულია რუსეთის ეკონომიკის ისეთ ძვირადღირებულ სექტორებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და კიდევ უფრო ართულებს სანქციებისთვის გვერდის ავლას.
სანქციები 116 ადამიანსა და კომპანიას ეხება, რომლებიც „პასუხისმგებლები არიან ქმედებებზე, რომლებიც არღვევს ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.
სანქციები შეეხო რუსულ თხევად გაზს. ევროკავშირის გააგრძელებს მის ყიდვას რუსეთში, თუმცა კრძალავს მის რეექსპორტს. ამასთან, ევროპულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აეკრძალებათ რუსეთის მთავრობისგან და მათი ნდობით აღჭურვილი პირებისგან დაფინანსების მიღება.
სანქციები შეეხო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 27 ხომალდს. ასევე, ევროკავშირმა 61 ორგანიზაცია რუსეთის სამხედრო-საწარმოო კომპლექსის უშუალო მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აკრძალა უკრაინის კულტურის ობიექტების რუსეთში შეტანა ან გაყიდვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში