ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირი დღეს ოფიციალურად შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციების გახანგრძლივებაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას რათა აიძულოს ის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს.
„გავაგრძელებთ მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან უკრაინაში ომი დაასრულოს. თითოეული სანქცია ასუსტებს რუსეთის ომის წარმოების უნარს“, – აცხადებს კალასი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ ხელი მოაწერა დოკუმენტს სექტორული სანქციების ექვსი თვით, 2026 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია