ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა.
„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტი დაამტკიცა. ჩვენ გავაგრძელებთ ფასების გაზრდას, ამიტომ აგრესიის შეჩერება მოსკოვისთვის ერთადერთი გზა იქნება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
დიპლომატებმა „როიტერსს“ განუცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უახლესი პაკეტი „დიდი შვიდეულის“ მიერ ნედლი ნავთობის ფასს ბარელზე 60-დან 47,6 დოლარამდე შეამცირებს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა