ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. შეზღუდვები შეეხო 106 ადამიანს და 88 კომპანიას, მათ შორის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და შრი-ლანკიდან.
გარდა ამისა, გაიზარდა იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის შეტანაც აკრძალულია რუსეთის ბაზარზე ან რუსეთიდან ევროკავშირში. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ახალი შეზღუდვა მიზნად ისახავს დრონების წარმოების შეფერხებას, ზოგი კი მიმართულია „რუსული ინდუსტრიული პოტენციალის განვითარების“ შესაჩერებლად.
ახალი შეზღუდვები სავარაუდოდ 24 თებერვლიდან, ომის ორიწლისთავზე ამოქმედდება.
ევროკავშირის ინფორმაციით, მე-13 პაკეტის შემოღების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2 ათასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.
რუსეთის ში შეჭრის ორიწლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების შემოღებას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ აწესებს „ახალი გამანადგურებელი სანქციების პაკეტს“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის წლისთავთან და ოპოზიციონერი ს სიკვდილთან დაკავშირებით.