ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა

უკრაინაში ს შეჭრიდან ორი წლის შემდეგ ევროკავშირის საბჭომ 23 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მეცამეტე პაკეტი დაამტკიცა.
„საბჭომ დღეს, ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების მეცამეტე პაკეტი. სანქციები შეეხებათ მათ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო და გაუმართლებელ აგრესიულ ომზე და მათ, ვინც ამ ომს მნიშვნელოვნად უჭერს მხარს“, – ვკითხულობთ საბჭოს განცხადებაში.
განცხადების თანახმადვე, დასანქცირდა 106 ფიზიკური და 88 იურიდიული პირი, „პასუხისმგებელი ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან ემუქრებიან უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას“. მთლიანობაში, ევროკავშირმა უკვე 2000-ზე მეტი ფიზიკური თუ იურიდიული პირი დაასანქცირა.
სანქცირებულნი, საბჭოს ცნობით, საქმიანობენ სამხედრო სექტორში და ასევე მონაწილეობას იღებენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის იარაღით მომარაგებაში. სანქციები აგრეთვე შეეხოთ სასამართლოს წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და მათ, ვინც „პასუხისმგებელია უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე“.
სანქციების ფარგლებში, ამ პირებს გაუყინავენ ევროკავშირში არსებულ აქტივებს, ხოლო ევროკავშირში მოქმედ კომპანიებს და წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს აეკრძალებათ მათთან საქმიანობა. ფიზიკურ პირებს აგრეთვე აეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა.
გარდა ამისა, საბჭომ 27 იურიდიული პირი შეიყვანა იმ კომპანიების სიაში, რომლებიც „პირდაპირ ეხმარებიან რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს“. ეს გულისხმობს, რომ მათ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი აკრძალვები დაწესდება ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე. ამ იურიდიული პირების ნაწილი საქმიანობს მესამე ქვეყნებში (ყაზახეთი, თურქეთი, ტაილანდი, სერბეთი, ჩინეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა) და „ჩართული იყო რუსეთის მიერ სავაჭრო აკრძალვებისთვის გვერდის ავლაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge