ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, – განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და დამატებით 41 გემს პორტებში შესვლა აუკრძალა.
„აღნიშნული ნაბიჯის მიზანს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალი ტანკერების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომლებიც ნავთობის ფასებზე ლიმიტს გვერდს უვლიან და რუსეთის ენერგოსექტორს მხარს უჭერენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დასანქცირებული რუსული გემების რაოდენობა 600-მდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება