ევროკავშირმა სგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა – გამოცემა “ევრაქტივი”

ევროკავშირმა სგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა – გამოცემა “ევრაქტივი”
პორტუგალიაში ღუმელში გამომცხვარი ვირთევზადან დაწყებული, პოლონეთში ხრაშუნა შემწვარი ვერსიით დამთავრებული, რუსული თევზი კვლავაც პოულობს გზას ევროპულ სუფრებზე იმპორტის შეზღუდვის მცდელობების მიუხედავად, – ამის შესახებ გამოცემა Euractiv წერს. სტატიის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ცდილობს, მაშინ, როცა სხვები აფრთხილებენ, რომ ბლოკი ზედმეტად არის დამოკიდებული მოსკოვის მიერ დაჭერილ თევზზე. “ბალტიისპირეთის ქვეყნები, ფინეთი და შვედეთი მუდმივად ეძებენ ახალ გზებს, რათა ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით კრემლზე ზეწოლა მოახდინონ და აიძულონ, დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ვინაიდან ისინი რუსეთთან ბალტიის ზღვას იზიარებენ, თევზი ამ კონტექსტში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
ეს ქვეყნები ერთად მიიჩნევენ, რომ მოსკოვის სათევზაო ფლოტს სერიოზული ზიანი შეიძლება მიადგეს და არაერთხელ მოითხოვეს რუსული ზღვის პროდუქტებზე ტარიფების გაზრდა, რომლის ტონობით მოცულობაც კვლავ შემოდის ევროკავშირში.” – წერს გამოცემა. Euractiv-ის თანახმად, რუსეთის ორი უმსხვილესი სათევზაო კომპანია – Norebo და Murman Seafood – ცოტა ხნის წინ დამნაშავედ იქნენ ცნობილი ევროკავშირის წყლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯაშუშობის განხორციელებაში, რის შემდეგაც, მათ სანქციები დაუწესდათ. მიუხედავად ამისა, ევროკომისიამ გვერდზე გადადო თევზის იმპორტზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების მოთხოვნები – იდეა, რომელსაც ევროკავშირის ბევრი ქვეყანა სიფრთხილით უყურებს. ლატვიის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრმა, არმანდს კრაუზემ, Euractiv-ს განუცხადა, რომ მხარდაჭერის მოსაპოვებლად კვლავ აქტიურად მუშაობს. საჯარო განცხადებებში ევროკომისია ამტკიცებს, რომ რუსულ თევზზე დამოკიდებულების შესამცირებლად საკმარისი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ში რუსეთის შეჭრიდან მალევე ევროკავშირმა შედარებით მარტივი სამიზნე აირჩია და აკრძალა ხიზილალის იმპორტი შამპანურთან და ბრილიანტებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ პროდუქტის ძალიან მცირე რაოდენობას აწვდიდა. თუმცა სხვა, ნაკლებად „ელიტური“ თევზპროდუქტები, განსაკუთრებით ვირთევზა და ალასკური პოლოკი, ევროკავშირში კვლავ შემოდიოდა, მათ შორის ზოგჯერ საბაჟო გადასახადის გარეშე. 2024 წლიდან ევროკავშირმა ამ იმპორტს ტარიფული შეღავათებზე წვდომა ჩამოართვა, თუმცა იმავე წელს მაინც შეიძინა 709 მილიონი ევროს ღირებულების რუსული თევზი. პროდუქციის ძირითადი ნაწილის იმპორტიორები ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? ლილუაშვილმა სასამართლოში მოგვიგოო – ვერ წარადგინეთ სასამართლოში „უტყუარი მტკიცებულებები“ პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ? ამანაც სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა! ორივე მხარეს ხომ არ გაწყობდათ?