ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა, – განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„საბჭომ გადაწყვიტა, რომ ირანში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო დაწესებული შემზღუდავი ზომები 2027 წლის 13 აპრილამდე გაახანგრძლივოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სანქციები ევროკავშირში შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას გულისხმობს. ასევე, კრძალავს ირანში ისეთი აღჭურვილობის ექსპორტს, რომლის გამოყენებაც რეპრესიებისთვის არის შესაძლებელი.

ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 262 ფიზიკურ პირსა და 53 ორგანიზაციას მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა