ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირმა და -მა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებები 27 ივლისს შოტლანდიაში გაიმართა.
მოლაპარაკებების შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-სთან 15%-ია ტარიფზე შეთანხმდნენ. მანამდე ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებული პროდუქტებზე 30%-იანი ტარიფის დაწესებას აპირებდა.
როგორც Reuters წერს, შეთანხმება ასევე მოიცავს აშშ-ში ევროკავშირის 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს, ევროკავშირის მიერ ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში შესყიდვების გაზრდას.
„ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და შეაქო ევროკავშირის გეგმები, რომელიც შეერთებულ შტატებში დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას და აშშ-ის ენერგეტიკისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვების მკვეთრად გაზრდას ითვალისწინებს.
ს განცხადებით, სავაჭრო გარიგება მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სტაბილურობას და პროგნოზირებადობას მოიტანს.
„ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის ექსპორტის უმეტესი ნაწილისთვის 15%-იან ერთიან სატარიფო განაკვეთზე. ეს ტარიფი ვრცელდება სექტორების უმეტესობაზე, მათ შორის ავტომობილებზე, ნახევარგამტარებზე, ფარმაცევტულ პროდუქტებზე.
ჩვენ ასევე შევთანხმდით ნულოვანი ტარიფის დაწესებაზე რიგ სტრატეგიულ საქონელზე. ეს მოიცავს ეს მოიცავს ყველა თვითმფრინავს და მათ კომპონენტებს, გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებს, ნახევარგამტარების წარმოებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას, გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ბუნებრივ რესურსებს და კრიტიკულ ნედლეულს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ სიის გაფართოებაზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
აშშ-ს ფოლადისა და ალუმინის ტარიფები 50%-ზე რჩება, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით შემცირდეს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ფოლადსა და ალუმინთან დაკავშირებით ევროკავშირი და აშშ ერთი და იგივე გარე პრობლემის – გლობალური ჭარბი წარმოების – წინაშე დგანან.