ევროკავშირმა შეათანხმა დამატებითი ფინანსურ მხარდაჭერა 2023 წელს წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ხუთი წევრი ქვეყნისთვის. ამის შესახებ dpa იტყობინება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
ორშაბათს, ევროკავშირი დათანხმდა დამატებით 1 მილიარდი ევროს დახმარებას იტალიისთვის, საფრანგეთის, ავსტრიის, საბერძნეთისა და სლოვენიისთვის 2023 წლის წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის გამო.
თანხების ყველაზე დიდ წილს – 450 მლნ და 430 მლნ – მიიღებენ, შესაბამისად, იტალია და სლოვენია, სადაც სტიქიამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა.