ევროკავშირმა დაინახა თუ ვინ მუშაობდა12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, ანალოგიურად გავაგრძელებთ ამ 9 პუნქტზე მუშაობას – გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხელისუფლება, ევროკავშირის მიერ მოწოდებულ 9 პუნქტიან გეგმას ისევე წარმატებით შეასრულებს, როგორც 12 რეკომენდაცია შეასრულა.
მაჭარაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირს ანახებს, რომ ყველა იმ პოლიტიკური სიკეთის შემსრულებელია, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასწევს.
“ბევრი სპეკულაციები იყო, მაშ შორის, სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, ბუნებრივია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოოდ გაიმარჯვა სიმართლემ. ევროკავშირმა დაინახა თუ ვინ მუშაობდა რეალურად, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ანალოგიურად გავაგრძელებთ ამ პუნქტებზე მუშაობას, რაც ევროკავშირმა მოგვაწოდა და ბუნებრივია, მასთან დაკავშირებითაც, ევროკავშირს ვაჩვენებთ მუშაობას, ჩვენს თანამედროვე სტილს და ამავდროულად, რადიკალური ოპოზიცია აჩვენებს თავის მავნებლობას. საბოლოო ჯამში, გარწმუნებთ, რომ აქაც გაიმარჯვებს სიმართლე. ეს იქნება დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ეს იქნება საპარლამენტო-საზედამხედველო მიმართულება თუ ნებისმიერი ის პირობა, რომელიც ჩადებულია ევროკავშირის მხრიდან, რომელმაც დაინახა, რომ ჩვენ ვართ ყველა იმ პოლიტიკური სიკეთის შემსრულებლები, რომელიც საქართველოს წინ წაწევს ევროინტეგრაციის მიმართულებით”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიდრე პოლიციელს ხელს გაარტყამდა, მანამდე ფართო საზოგადოება იცნობდა მზია ამაღლობელს? ან იქნებ ვინმემ შეგვახსენოს მისი რაღაც ღირებული ან გამორჩეული საქმიანობა/დამსახურება უფლებადაცვით სფეროში – იჯდა თავისთვის კაბინეტში, ხელმძღვანელობდა არაფრით გამორჩეულ გაზეთს, იღებდა გრანტებს

ევროსაბჭოს დასკვნა ორმაგი სტანდარტების დადასტურებაა – თუ ევროსაბჭოს ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ კანონის აღსრულება სერიოზულ ზიანს მოიტანს, მათ უნდა წარმოადგინონ დამაჯერებელი არგუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიკერძოებულ პოლიტიკურ შეფასებაზე მიუთითებს