ევროკავშირმა დაგმო ისრაელის გეგმები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე

ევროკავშირმა დაგმო პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ებრაელთა დასახლელებში 3500 ახალი ბინის აშენების გეგმა.
ამასთან ერთად ბლოკის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა ს მთავრობას მოსთხოვა, გააუქმოს ამ მშენებლობისთვის გაცემული ნებართვა. ევროკავშირის წარმომადგენელი თვლის, რომ ახალი დასახლებები, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დარღვევაა და ხელს უშლის არსებული კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
6 მარტს გერმანიამ მოუწოდა ისრაელის მთავრობას, დაუყოვნებლივ უკან წაიღოს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ახალი დასახლებების მშენებლობის ნებართვა.
ბერლინი მიიჩნევს, რომ ეს საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა.
ისრაელის მთავრობამ 6 მარტს გასცა ნებართვა ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, იერუსალიმის მახლობლად, სამ – მაალე-ადუმიმის, კედარისა და ეფრატის – დასახლებაში ახალი, 3500-მდე ბინის მშენებლობაზე.