ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი

ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინაში ომის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი.
გადაწყვეტილება დღეს, 18 ივლისს გამოაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი.
კალასის ინფორმაციით, სანქციები ეხება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 გემს, დაფინანსებისადმი რუსული ბანკების წვდომის მეტად შეზღუდვას, გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადების“ გამოყენების შემდგომ აკრძალვას და რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირებას.
სანქციების მე-18 პაკეტი ეხება ჩინურ ბანკებსაც, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან უკვე არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში, დრონების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას დ რუსული კომპანია „როსნეფტის“ ქარხანას ინდოეთში.
ევროკომისიას ივნისის შუა რცხვებისთვის მზად ჰქონდა სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც არაერთხელ დაბლოკა სლოვაკეთმა. მისი მთავრობა რუსულ გაზზე უარის სანაცვლოდ კომპენსაციას და გარანტიებს მოითხოვდა.
17 ივლისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკომისიისგან გარკვეული გარანტიების მიღების გამო სანქციების მე-18 პაკეტს ვეტოს აღარ დაადებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დათო სიმონია: ეს ბიჭი რუსთაველზე მხვდება ხოლმე… 2024 წლის 28 ნოემბერს ნიღბიანებმა კასტეტებით ისე ცემეს, თვალის ბუდე გაუტეხეს. ნაცემი დააპატიმრეს და სასწრაფო მხოლოდ გონების დაკარგვის მერე გამოუძახეს