ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენება

ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა ს ცენტრალური ბანკის გაყინული ქონების გამოყენება უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად – აცხადებს ევროპული საბჭო 21 მაისს. ამ ნაბიჯის შედეგად ს სამხედრო საჭიროებებს მიმდინარე წელს შესაძლოა 3 მილიარდი ევრო დაემატოს.
თავის დასავლელ მოკავშირეებს კვლავ მოუწოდებს, გააძლიერონ და დააჩქარონ დახმარების მიწოდება მისი არმიისთვის, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში იგერიებს უფრო მრავალრიცხოვან და უკეთ შეიარაღებულ რუსეთის ძალებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ 21 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის სამხედროები ხარკოვის რეგიონში “ხელშესახები” შედეგებით იბრძვიან რუსეთის არმიის წინააღმდეგ – იმ ფონზე, როცა ვრცელდება ცნობები ინტენსიურ შეტაკებებსა და ტერიტორიულ უკანდახევაზე ჩრდილო-აღმოსავლეთში.
“ხარკოვის რეგიონში ჩვენი ძალები ანადგურებენ ოკუპანტ ძალას, შედეგები ხელშესახებია”, – თქვა ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში და აღიარა, რომ ზოგიერთ არეალში ვითარება “უაღრესად რთულია მოცემულ მომენტში.”
ევროკავშირის გადაწყვეტილება გამოცხადდა ბრიუსელში, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მიერ.
“ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა თავისი შეთანხმება, რუსეთის გაყინული აქტივებისგან მიღებული მოგება გამოყენებული იყოს უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციისთვის, რუსეთის აგრესიის კონტექსტში”, – წერს ბელგია პლატფორმაზე X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ