ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის სანქციების მე-12-ე პაკეტი

ევროკავშირის საბჭომ 18 დეკემბერს დაამტკიცა ს წინააღმდეგ სანქციების მე-12-ე პაკეტი – აცხადებს ევროპული კომისია.
პაკეტი ითვალისწინებს დამატებითი აკრძალვების დაწესებას რუსეთიდან ექსპორტსა და იმპორტზე, ბრძოლას სანქციებისთვის თავის არიდებისთვის და სანქციების წესებში არსებული გარღვევების შევსებას – ვკითხულობთ განცხადებებში.
სხვა ზომებს შორის, მე-12-ე პაკეტი აწესებს აკრძალვას ბრილიანტების პირდაპირ და ირიბ იმპორტზე, შესყიდვაზე თუ გადაცემაზე რუსეთთან და შემოაქვს ახალი აკრძალვა გათხიერებული გაზის (LPG) იმპორტზე, რაც გავლენას იქონიებს 1 მილიარდი ევროს ოდენობის წლიურ იმპორტზე – დასძენს ევროკავშირი.