ევროკავშირმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა

ევროკავშირმა -ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა. შესაბამისი განცხადება სოციალური ქსელით ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა.
„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. გვსურს, მოლაპარაკებებს მივცეთ შანსი. ევროკავშირის კონტრზომების პაკეტზე მუშაობის პარალელურად, რომელმაც ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ჩვენი წევრი ქვეყნებისგან, ჩვენ მათ 90 დღით შევაჩერებთ. მოლაპარაკებები თუ არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ჩვენი კონტრზომები ძალაში შევა. როგორც უკვე ვთქვი, მაგიდაზე ყველა ვარიანტი რჩება“, – წერს .
შეგახსენებთ, „თრუს სოშიალზე“ დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ათობით ქვეყნის მიმართ დაწესებული ტარიფები 90 დღით შეაჩერა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ტარიფების 90 დღით შეჩერებაზე რამდენიმე დღე ვფიქრობდი, არ გვინდა, დავაზიანოთ ქვეყნები, რომლებიც არ საჭიროებენ ამას, ყველას სურს მოლაპარაკება“.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ბათუმი თანდათან ხდება ქალაქი, სადაც ცხოვრება, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც შეჩვეული იყო მშვიდ, წყნარ ქალაქს, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა მოძრაობა, ნელ-ნელა ჯოჯოხეთს დაემსგავსა“

„გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“ – განცხადება