ევროკავშირი SWIFT-ის გათიშვას სანქცირებული რუსული ბანკებისთვის ტრანზაქციების აკრძალვით ჩაანაცვლებს

ევროკავშირი SWIFT-ის გათიშვას სანქცირებული რუსული ბანკებისთვის ტრანზაქციების აკრძალვით ჩაანაცვლებს
ევროკავშირი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში, აკრძალავს ნებისმიერ ტრანზაქციას სანქცირებული რუსული ბანკებით, რომლებიც ადრე გათიშული იყო SWIFT სისტემიდან.
ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„ფინანსურ სექტორში, რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვის ადრე გამოყენებული ზომა ტრანზაქციების სრული აკრძალვით შეიცვალა და სანქციების სიას ახალი რუსული ბანკები დაემატა“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ადრე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრიშმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციების სიას კიდევ 22 რუსულ ბანკს ამატებს.
bfm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”