ევროკავშირი, „Eastlink 2–ის დაზიანების შემდეგ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ ბლოკი ამზადებს ახალ სანქციებს ს ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ბალტიის ზღვაში დაზიანდა წყალქვეშა ელექტრო კაბელი Eastlink 2 ფინეთსა და ესტონეთს შორის – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
ევროკომისიის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეჭვმიტანილი ხომალდი არის რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და გარემოს და ასევე აფინანსებს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს“.
კაია კალასმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირი აძლიერებს ზომებს წყალქვეშა კაბელების დასაცავად და დასძინა, რომ რეგიონის ელექტროენერგიის მიწოდებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მიმართოს და სასამართლოს მეშვეობით კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს – რა ცვლილებებია დაგეგმილი?

„ადამიანები მიისწრაფვიან იქ, სადაც დახარჯული დროის ერთეულში შეუძლიათ მიიღონ მეტი შემოსავალი და უკეთ უზრუნველყონ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება – დედაქალაქი ამ მხრივ საინტერესო პოლიგონს წარმოადგენს“