ევროკავშირი €3 მილიარდის გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს

ევროკავშირის დიპლომატებმა მიაღწიეს შეთანხმებას, €3 მილიარდის გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ. ევროკავშირისგან თანხას , სავარაუდოდ, ზაფხულამდე მიიღებს და რეკონსტრუქციასთან ერთად, საჭირო იარაღის შესაძენადაც მოიხმარს. ამის შესახებ ინფორმაციას euronews.com-ი ავრცელებს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა ს ცენტრალური ბანკის 210 მილიარდი ევროს აქტივები გაყინა. გაყინული რუსული აქტივების ძირითადი მარაგი ბელგიური ფინანსური ინსტიტუტის, გადახდების გაცვლის ფასილიტატორი დაწესებულება Euroclear-ის დაქვემდებარებაშია. ბელგიური მხარის განცხადებით (რომელიც ამჟამად ევროპულ საბჭოში მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს) შეთანხმება ეროვნული წარმომადგენლების რეგულარულ შეხვედრაზე შედგა.
უკანასკნელი რამდენიმე თვეა ბრიუსელი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის – წლიურად დაახლოებით €3 მილიარდი – უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოყენებაზე მსჯელობს. მოგვიანებით კი ბლოკმა, თავისი გეგმები რეკონსტრუქციასთან ერთად, ს სამხედრო ხარჯების დასაფარადაც გააფართოვა.
საბოლოო შეთანხმებით, უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივებიდან შემოსავლის 90%-ს მიიღებს. დარჩენილ 10%-ს კი Euroclear-ი შეინარჩუნებს იმ შემთხვევისთვის, თუ ფინანსური სახსრების გამო იურიდიული დავა დაიწყება.
უკრაინას დახმარებას ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ისევე როგორც ეს მოხდა საბანკო სექტორის შემთხვევაში, ადამიანებმა ისარგებლებს პლასტიკური ბარათებით და მიხვდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანია – ნინა კობახიძე სავალდებულო დაზღვევის აუცილებლობაზე