ევროკავშირი AI–ში 200 მილიარდი ევროს ინვესტირების პროგრამას დაიწყებს

ევროკავშირი დაჰპირდა 200 მილიარდი ევროს მობილიზებას ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციებისთვის, წერს The Wall Street Journal.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარიზში ხელოვნური ინტელექტის სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები ამ სფეროში კონკურენცია გაუწიოს -სა და ჩინეთს.
ინვესტიციები განხორციელდება InvestAI პროგრამის ფარგლებში, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს 20 მილიარდი ევროს ფონდის შექმნას ეგრეთ წოდებული AI გიგაქარხნების მშენებლობისთვის – ინფრასტრუქტურა ყველაზე რთული AI მოდელების მომზადებისთვის მძლავრი ჩიპების გამოყენებით.
interfax