ევროკავშირი 6 მაისს, რუსული საწვავისგან „თავის დაღწევის“ გეგმას გამოაქვეყნებს – Bloomberg

ევროკავშირის ხელისუფლება აპირებს 6 მაისს გამოაქვეყნოს გეგმა რუსულ საწვავზე ეტაპობრივად უარის თქმის შესახებ, წერს Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გეგმა ითვალისწინებს დან საწვავის იმპორტის შემცირების ვარიანტებს, ხოლო ევროკომისიას შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს სავაჭრო ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორიცაა კვოტები და გადასახადები, ამბობენ წყაროები.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირი სამართლებრივ გზებს ეძებს, რომლებიც ევროპულ კომპანიებს რუსეთთან ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ დადებული კონტრაქტებიდან გამოსვლის საშუალებას მისცემდა ისე, რომ მოსკოვისთვის ჯარიმები არ გადაეხადათ.
ვრცლად: Bloomberg