ევროკავშირი 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას განიხილავს – BLOOMBERG

ევროკავშირი 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი ს წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას, ნავთობის ფასებზე ლიმიტის შემცირებასა და „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აკრძალვების დაწესების საკითხს განიხილავს.
ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირს ს „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოება სურს.
გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ ევროკომისია აღნიშნულ გეგმებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
IPN.GE