“ევროკავშირი ცნობილია ბიპოლარულობით” – ზახაროვა კვლავ იცავს საქართველოში რუსულ კანონს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, საქართველოში რუსული კანონის მიღებას კვლავ იცავს და მმართველი პარტიის რიტორიკას იმეორებს.
“და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უცხოელი აგენტების კანონის მიღება არ შეუშლის ხელს, მაგალითად, ამ ხალხის მიერ ამ გაერთიანებაში სუბსიდიების, დახმარებისა და მხარდაჭერის მიღებას?” – წერს ზახაროვა ევროკომისიის სიტყვებთან დაკავშრებით, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინაღობა იქნება.
ზახაროვა იმეორებს ქართული ოცნების რიტორიკას და ყოველგვარი კონტექსტის გათვალისწინებით თუ სამართლებრივ დეტალებში ჩაღრმავებით საქართველოში მიღებულ რუსულ კანონს დასავლურ ქვეყნებში არსებულ კანონებს ადარებს, ირწმუნება, რომ ეს ვერსიები უფრო მკაცრიც კია.
“შეგახსენებთ, ანალოგიური შინაარსის, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მკაცრი, კანონები უცხოელ აგენტებზე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, პირველ რიგშია “ეტალონური” დემოკრატიები. მათ დაიწყეს ყველაფერი. მაგალითად, -მ ჯერ კიდევ 1938 წლიდან მოქმედებს კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, ავსტრალიაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის შესახებ, დიდ ბრიტანეთში ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ისრაელში NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობაზე, საფრანგეთში საგარეო ჩარევის პრევენციის შესახებ.
უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში საუბარია არა მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებზე, რამდენადაც რეპრესიულ ინსტრუმენტებზე. თუნდაც, შტატებში FARA-ს არშესრულებისთვის მარტივად შეიძლება მოხვდეთ ციხეში. მარია ბუტინამ დაწერა მთელი წიგნი ნეოლიბერალური დემოკრატიის ამ მომხიბვლელ გამოვლინებაზე. გირჩევთ წაიკითხოთ.” – წერს ზახაროვა.
“თავად ევროკავშირი, რომელიც ცნობილი გახდა ქრონიკული ბიპოლარული აშლილობით, გეგმავს უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობის საკუთარი ვერსიის მიღებას – “პაკეტი დემოკრატიის დაცვის შესახებ”. ზოგიერთ ელემენტში, ჯერ კიდევ პროექტის სახით, რეგულაციის პროექტი უფრო მკაცრი ჩანს, ვიდრე მისი ამერიკული წინამორბედი.
მაინტერესებს, როცა საქმე ამ დოკუმენტის მიღებამდე მივა, ევროკავშირი თავს საკუთარი რიგებიდან გარიცხავს? სახელიც კი მოვიფიქრე – პოსტმოდერნული ბიპოლარულობით.” – დაამატა ზახაროვამ.