ევროკავშირი ჩინეთის წინააღდეგ სანქციებს ამზადებს, მას შემდეგ რაც სააგენტო როიტერსის გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩინეთი რუსეთს დრონების ძრავებს აწვდის. ეს სამხედრო კომპონენტები შენიღბულია როგორც “ინდუსტრიული მაცივრების ნაწილები”.
საუბარია “შაჰიდებისთვის” განკუთვნილ ძრავებზე. ამ დრონებს რუსეთი უშვებს ორი სახელწოდებით “გარპია” და “გერანი”. ეს შორი მოქმედების კამიკაძე დრონები ყოველ დღე და ღამე ტერორში ამყოფებენ უკრაინულ ქალაქებს. როგორც როიტერსმა დაადგინა ფიქტიური კომპანიების გავლით ძრავები პირდაპირ დრონების მწარმოებელ კომპანიებს მიეწოდება. მაგალითად, სამხედრო საწარმომ Купол ჩინური მხარდაჭერით მოახერხა შორი კამიკაძე დრონების Гарпия-ს წარმოება მნიშვნელოვნად გაეზარდა. როიტერსმა ამის დამადასტურებელი კონტრაქტები და სხვა დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. გამოქვეყნდა რუსეთის თავდაცვასთან გაფორმებული კონტრაქტებიც. რუსეთი ყოველთვიურად უკრაინული ქალაქების დასაბომბად 500-ზე მეტ Гарпия-ს იყენებს.
Politico-ს ცნობით ევროკავშირის 15-მა ქვეყანამ უკვე მიმართა ჩინეთს, თუმცა პეკინი ან პასუხისგან თავს იკავებს ან უარყოფს რუსეთისთვის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას. ევროკავშირში კი დარწმუნებულნი არიან, რომ ჩინური მხარდაჭერის გარეშე უკრაინის ომი სხვა სცენარით წარიმართებოდა.
Politico-ს ცნობით სანქციების საკითხი აგვისტოს შემდეგ გააქტიურდება.