ევროკავშირი შეწყვეტს შებოლილი პროდუქტების გაყიდვას

ევროკავშირმა აკრძალა დანამატები, რომლებიც ხორცს, სოუსებსა და ყველს კვამლის სუნს ანიჭებენ. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ასეთი დანამატების შემცველი პროდუქტები ევროპული მაღაზიების თაროებიდან თანდათან გაქრება.
როგორც “ევროპულსი” იუწყება, ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ არომატის უმეტესობა, რომელიც კვამლის არომატს იმიტირებს, შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს, რომლებიც ზრდის კიბოს განვითარების რისკს.
მწარმოებლებს, რომლებიც იყენებენ არომატიზატორებს ხორცის, თევზისა და ყველის შებოლვის ტრადიციული მეთოდების ჩასანაცვლებლად, ხუთი წელი აქვთ თავიანთი წარმოების ახალ წესებთან ადაპტაციისთვის.
იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სუპებს, ჩიფსებსა და სოუსს დამატებით არომატს უმატებენ, გამოტანის ვადა ორი წელი იქნება.
წარმოებაში შებოლვის არომატები (მაგალითად, “თხევადი კვამლი”) გამოიყენება მრავალი ქვეყნის კვების მრეწველობაში, მათ შორის რუსეთშიც.