ევროკავშირი შეძლებს შეასრულოს დასახული გეგმა და უკრაინას გაზაფხულისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა ტიერი ბრენტონმა გააკეთა.
როგორც ის ამბობს, ამ მიზნის შესასრულებლად ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შეამცირონ იარაღის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და მოახდინონ ზეწოლა სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე.
2023 წლის მარტში ოფიციალურმა ბრიუსელმა განაცხადა, რომ ერთი წლის ვადაში კიევს ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს მიაწვდიდნენ. მოგვიანებით ეჭვები გაჩნდა, რომ გაერთიანება უკრაინისთვის ამ რაოდენობის იარაღის მიწოდებას ვერ შეძლებდა.
ბრენტონის თქმით, ევროკავშირს ასევე აქვს შესაძლებლობა რომ ორ წელიწადში რუსეთს გაუტოლდეს იარაღის წარმოების მაჩვენებლით.
გარდა ამისა, ბრენტონს სურს რომ შექმნას ევროკავშირის თავდაცვის ფონდი, რომლის მოცულობა 100 მილიარდი ევრო იქნება. ევროკომისარი აპირებს, რომ ინვესტიციის ეს გეგმა 27 თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე წარმოადგინოს, სადაც ისინი თავდაცვის სფეროში არსებულ საკითხებს განიხილავენ.