ევროკავშირი შესაძლოა, მოკვდეს, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის ზღვარზე ვიმყოფებით – საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ეგზისტენციალურ კრიზისის წინაშე დგას, რადგან ის ეკონომიკური თვალსაზრისით და ინვესტიციების მოცულობით -ს და ჩინეთს ჩამორჩება. სტატიას Politico ავრცელებს.
ამბობს, რომ 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი მოწყვლად მდგომარეობაშია ზედმეტი რეგულაციების, არასაკმარისი ინვესტიციებისა და შიდა განხეთქილებების გამო.
„ევროკავშირი შესაძლოა მოკვდეს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის ზღვარზე ვიმყოფებით.
ჩვენი წინა მოდელი დასრულდა. ჩვენ ძალიან ვერევით რეგულაციებში და არასაკმარის ინვესტიციებს ვდებთ. თუ ჩვენ ჩვენს კლასიკურ დღის წესრიგს მივყვებით, უახლოეს ორ-სამ წელიწადში ბაზრის დატოვება მოგვიწევს“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მაკრონმა ევროკავშირის საერთო ბაზრის გაღრმავების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით, გაჩნდება კონკურენტუნარიანობის დაკარგვის რისკი, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიო ასპარეზზე ევროკავშირის მნიშვნელობას დააკნინებს.