ევროკავშირი “ყველა შესაძლო საფრთხისთვის” ემზადება –რეკომენდაციები მოქალაქეებს

ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მოიმარაგონ წყალი, საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები რაც მინიმუმ 72 საათის განმავლობაში ეყოფათ. ეს კი ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა: ომი, კიბერშეტევები, პანდემიები და სხვა.
ევროკავშირს სურს, რომ ალიანსის ყველა მოქალაქე მზად იყოს კრიზისული სიტუაციებისთვის. ეს გაფრთხილება ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას და 450 მილიონ მოქალაქეს ეხება და მათ დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს,
„ევროკავშირის წინაშე არსებული საფრთხეები დღითიდღე რეალური ხდება. ეს ყველა საფრთხე ერთმანეთთანაა დაკავშირებული. უკვე 3 წელია ში ვხედავთ ბომბებისა და ტყვიების ცვენას, მოიერიშე თვითმფრინავებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას და კიდევ უამრავი ტიპის ბრძოლის ველს. დიახ, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ უსაფრთხოებას. ბრძოლის ველი პირდაპირ ჩვენს ჯიბეებში, ტელეფონებში, კომპიუტერებში, ელექტროსადგურებში და ზოგადად ჩვენს ყოველდღიურობაშია. დიახ, ეს ყველაფერი ბრძოლის ველია და ისინი იყენებენ იარაღს, რათა საფრთხე შეუქმნან ჩვენს ევროპულ ცხოვრების წესს და ჩვენს დემოკრატიას. ევროკავშირს რეაგირების ორი გზა აქვს: შეგვიძლია თავი ქვიშაში ჩავრგოთ და ისე მოვიქცეთ, თითქოს არც არაფერი ხდება, ან შეგვიძლია თვალი გავუსწოროთ ამ საფრთხეებს და ვთქვათ, რომ ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და მოვემზადოთ ყველა სავარაუდო ხიფათისთვის“, – ამბობს ჰაჯა ლაჰბიბი, ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში.
ევროკავშირს ბოლო წლების განმავლობაში არაერთ კრიზისთან მოუწია გამკლავება. მათ შორის იყო კორონავირუსის პანდემია. ასევე სხვადასხვა საბოტაჟის აქტი, რომელიც რუსეთში იყო დაგეგმილი.
ახლა კი ს ომის ფონზე უკრაინაში, ალიანსი ცდილობს მომავალ საფრთხეებს უფრო მომზადებული შეხვდეს.
გარდა ბრიუსელისა, უსაფრთხოების საკითხებს ინდივიდუალურ დონეზე განიხილავს სხვადასხვა სახელმწიფო.
მაგალითად საფრანგეთის მთავრობა გეგმავს მოქალაქეებს დაურიგოს სპეციალური სახელმძღვანელოები, კრიტიკულ სიტუაციაში ქცევის შესახებ. ასეთი სახელმძღვანელოები – ნორვეგიასა და შვედეთში მოქალაქეებს რამდენიმე წლის წინ გადასცეს.
”ეს სტრატეგიული რეზერვი ევროკავშირს დაეხმარება, რომ უპასუხოს ყველა სახის საგანგებო სიტუაციას ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავებით, სასიცოცხლო, სამედიცინო, ენერგეტიკული და სატრანსპორტო აღჭურვილობის მარაგებით და სპეციალიზებული აქტივებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ.
ჩვენ შემოგთავაზებთ ევროკავშირის მასშტაბით მარაგების დაგროვების სტრატეგიას. ევროკავშირი იმუშავებს ყველა წევრ ქვეყანასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მცხოვრებს ექნება ის აუცილებელი მარაგი, რაც საჭირო იქნება კრიტიკულ სიტუაციებში მინიმუმ 72 საათის გასაძლებად“, – ამბობს ჰაჯა ლაჰბიბი, ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში.
ევროკავშირის ყველა ქვეყანას სათანადო მზაობა არ გააჩნია იმისთვის, რომ კრიზისულ სიტუაციებს ერთ დონეზე გაუმკლავდეს.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირი კრიტიკული სიტუაციებისთვის ქვეყნების წახალისებასა და გადამზადებას დაიწყებს.
წყარო: “ევრონიუს ჯორჯია”