ევროკავშირი ყაზახეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს

ბრიუსელმა ყაზახეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურები დაიწყო.
გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირისა და ყაზახეთის თანამშრომლობის საბჭოს რიგით 22-ე სესიის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული, ხოლო საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ, ხუთშაბათს ყაზახეთში პირველი ოფიციალური ვიზიტისას დაადასტურა.
კოშტას განცხადებით, სავიზო რეჟიმის გამარტივება როგორც ყაზახეთის, ასევე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მუშაობისა და ინვესტირების შესაძლებლობას გაამარტივებს. გადაწყვეტილებას მიესალმა ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევიც და აღნიშნა, რომ შეთანხმება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ბიზნესის სფეროში თანამშრომლობასა და მობილობას შეუწყობს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”