ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს

ევროკავშირი ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაცია World's Central Kitchen-ის თანამშრომლების დაღუპვასთან დაკავშირებით საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს.
„ვგლოვობთ World's Central Kitchen-ის ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად, რომლებიც ღაზაში დაიღუპნენ. ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. მოვუწოდებთ, ამ ტრაგედიის საფუძვლიანი გამოძიებისკენ“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკავშირმა, -სთან და კვიპროსთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ღაზის სექტორისთვის ხმელთაშუა ზღვის გავლით დახმარების მიწოდების მიზნით საზღვაო დერეფნის ჩამოყალიბებაში. საპილოტე მიწოდება გემით, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის მიერ მოწოდებული 200 ტონა საკვები პროდუქტებით იყო დატვირთული, ღაზაში მარტში განხორციელდა.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა, რომლებიც ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, -ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან. მომხდარის გამო, World Central Kitchen-მა რეგიონში მუშაობა შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს