ევროკავშირი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასაძლიერებლად მუშაობას განაგრძობს

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასაძლიერებლად.
„ევროპის საბჭო ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მ შეძლოს მარცვლეულის ექსპორტი და მისწვდეს მსოფლიო ბაზრებს“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.
„ევროპის საბჭო მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გამარტივებას ყველაზე მეტად გაჭირვებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ