ევროკავშირი „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის“ დამფუძნებელი წევრი გახდება

9
ევროკომისიამ მიიღო წინადადება, რომელიც ევროკავშირისთვის „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის“ დამფუძნებელი წევრის სტატუსის მინიჭების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.
ამის შემდეგ ევროკავშირი ცენტრალურ როლს შეასრულებს ტრიბუნალის საქმიანობაში, მათ შორის, როგორც მმართველი კომიტეტის წევრი, რომელიც სპეციალურ ტრიბუნალს უხელმძღვანელებს.
„სპეციალურ ტრიბუნალს ექნება მანდატი, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელოს მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ. ის იქმნება ევროპის საბჭოს ფარგლებში, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 25 ივნისს უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის ხელი მოეწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას“, – აღნიშნულია ევროკომისიის ინფორმაციაში.
ევროკომისია განმარტავს, რომ ევროკავშირმა წამყვანი როლი შეასრულა სპეციალური ტრიბუნალის დამფუძნებელი სამართლებრივი ტექსტების შემუშავებაში, რომლებიც სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო კოალიციამ 2025 წლის 9 მაისს პოლიტიკურად დაამტკიცა.
„კომისია ასევე მხარს უჭერს აგრესიის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის აღებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით და 10 მილიონი ევროს შენატანის გაღებას სპეციალური ტრიბუნალის წინასწარი მომზადების ჯგუფისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში