ევროკავშირი უკრაინის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს განიხილავს – მაკრონი

6 მარტს, საგანგებო სამიტზე, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის ახალი, ფართომასშტაბიანი ფინანსური დახმარების პაკეტს – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა La Tribune-თან ინტერვიუში.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, “მაკრონი დარწმუნებულია, რომ თუ არავინ შეაჩერებს კრემლის ბატონს, ის, „რა თქმა უნდა, წავა მოლდოვაში და შესაძლოა კიდევ უფრო შორს – რუმინეთში“
საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეხვედრის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და საუბარია ასობით მილიარდი ევროს დაფინანსებაზე.
მაკრონის ინფორმაციით, სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას, თუმცა დასძინა, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”