ევროკავშირი უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან 100 მილიონ ევროს გამოყოფს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 2022 წლის თებერვლიდან მინიმუმ 2 მილიარდ ევროს შეადგენს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი ამ ზამთარს ს დამატებით 160 მილიონ ევროს გამოუყოფს.
„საერთო ჯამში, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის 2022 წლის თებერვლიდან, მინიმუმ, 2 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს ყველა სახის შემოწირულებას. დღეს კი შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ზამთრისთვის დამატებით 160 მილიონ ევროს გავხდით ხელმისაწვდომს. ეს მოიცავს 60 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას – მაგალითად, თავშესაფრებისთვის და გამათბობლებისთვის – და ასევე, დაახლოებით, 100 მილიონ ევროს სარემონტო სამუშაოებისთვის და განახლებადი ენერგიისთვის. ეს 100 მილიონი ევრო მოდის ევროკავშირში ს გაყინული აქტივებიდან. იმიტომ, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს მის მიერ გამოწვეული ნგრევისთვის. ვიცით, რომ მეტია საჭირო. ასე რომ, უნდა გავაგრძელოთ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობისთვის გადარიცხვა“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ipn.ge