ევროკავშირი უკრაინისთვის აღებული სესხის გამო პროცენტის სახით წელიწადში 3 მილიარდ ევროს გადაიხდის – გამოცემა “პოლიტიკო”

ევროკავშირი უკრაინისთვის აღებული სესხის გამო პროცენტის სახით წელიწადში 3 მილიარდ ევროს გადაიხდის – გამოცემა “პოლიტიკო”
ევროკავშირის ქვეყნები 2028 წლიდან პროცენტის სახით ყოველწლიურად 3 მილიარდ ევროს გადაიხდიან. ინფორმაციას Politico ევროკომისიის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პარასკევს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის ბიუჯეტით მხარდაჭერილ 90 მილიარდი ევროს მოიზიდავენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩეხეთი, უნგრეთი და არ შეუერთდებიან ბლოკის დანარჩენ 24 ქვეყანას ვალის ტვირთის გაზიარებაში.
როგორც Politico წერს, ეს გეგმა „საკმაოდ ძვირი“ იქნება. ევროკავშირი 2028 წლიდან დაიწყებს დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ოდენობის პროცენტის გადახდას თავისი შვიდწლიანი ბიუჯეტიდან, რომელიც ძირითადად ევროკავშირის მთავრობების შენატანებით ფინანსდება. 2027 წელს კი პროცენტი ერთ მილიარდ ევროს მიაღწევს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინას სესხის დაფარვა მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს, რაც ომს დაასრულებს და ომის რეპარაციებს გადაიხდის.
ეს ნაკლებად სავარაუდოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეუძლია ვალის განუწყვეტლივ გადავადება ან გაყინული რუსული აქტივების გამოყენება მის დასაფარად. ამგვარი ნაბიჯისთვის ევროკავშირის ლიდერებს შორის კიდევ ერთი პოლიტიკური შეთანხმება დასჭირდება, რადგან ბელგია კატეგორიულად ეწინააღმდეგება გაყინული აქტივების გამოყენებას, რომელთა დიდი ნაწილი ბრიუსელში მდებარე ფინანსურ საცავში, Euroclear-ში ინახება.
სწორედ ბელგიის წინააღმდეგობამ აიძულა საბოლოოდ ლიდერები საერთო ვალის აღებაზე წასულიყვნენ. ბელგიის პრემიერ-მინისტრს ბარტ დე ვევერს შეუზღუდავი ფინანსური გარანტიები სურდა, რაც მისი კოლეგებისთვის მიუღებელი მოთხოვნა აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს